რა ვიცით ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ?
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიას, მის მოღვაწეობას. გაუჩნდებათ სურვილი უფრო მეტი ინფორმაცია მოიძიონ უდროოდ წასული, ბედის უკმაყოფილო და გაუხარელი პოეტის შესახებ ინტერნეტში და ბიბლიოთეკაში. პროექტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარის განვითარებას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უფრო მეტი გაიგონ და გაიაზრონ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქდემების შესახებ. წაიკითხო კლავდია დივდარინის ,,სიჭაბუკე პოეტისა'', სერგი ჭილაიას ,,ეკატერინე ჭავჭავაძე''.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა იმდენად ღრმად და საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ ბარათაშვილის ცხოვრება და შემოქმედება, პიროვნული თვისებები, რომ შეძლონ გულით შეიყვარონ ტატო, გაუჩნდეთ ინტერესი მისი წაკითხვისას თავად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მისი მოღვაწეობა XIX საუკუნია პირველი ნახევრის საქართველოს ნათელი ფურცელია. რომ არა ილია ჭავჭავაძე ვინ იცის იქნებ ბარათაშვილის ცხოვრება ჩვენთვის უცნობი დარჩენილიყო.
მოსწავლეთა ასაკი: 16-17 წელი.
ხანგრძლივობა: 15 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ბიბლიოთეკაში. ინტერნეტში, დახატავენ ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტს. შეაგროვებენ მწერლის ფოტოებს. მოამზადებენ ელექტრონულ და ზეპირ პრეზენტაციებს. გავაკეთებს სასწავლო ღონისძიებას: ,,სიჭაბუკე პოეტისა''.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, DVD დისკი, დიდი ფორმატის ფურცლები, მარკერები და ფერადი ფლომასტერები. ინტერნეტი, კომპიუტერი, ელექტრონული პრეზენტაცია. მუსიკალური ინსტრუმენტები.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1
დრო _ ერთი კვირა
- მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას, მოიძიონ მასალები ბარათაშვილის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, ლექსები და სიმღერები, შეაგროვონ მწერლის ფოტოები.
აქტივობა 2
დრო _ ორი დღე
- მოიძიონ მასალები თუ რა ცხოვრებისეული მაგალითები დაედო საფუძვლად ტატოს პირად წერილებს (მიწერილს მაიკო და გრიგოლ ორბელიანებისადმი).
დრო _ ორი დღე
- ჯგუფები ხატავენ მწერლის სურათებს, ატარებენ პრეზენტაციებს.
აქტივობა 4
დრო _ 2 დღე
- ამზადებენ ღონისძიებას ,,სიჭაბუკე პოეტისა''.
დრო _ ერთი დღე
- ატარებენ საკლასო ღონისძიებას ,,სიჭაბუკე პოეტისა''. ღონისძიებაზე იწვევენ სკოლის დირექციის წარმომადგენლებს. სკოლის უფროსკლასელებს, მშობლებს.
დრო _ 1 დღე
- პროექტის შეფასება (იხილეთ შეფასების სქემა)
კრიტერიუმები
|
1-3 არადამაკმაყოფილ.
|
4–6 დამაკმაყოფილებელი
|
7–8
კარგი
|
9–10 სანიმუშო
|
დავალების მიზნის გაცნობვიერება, მასალის შეგროვება, დამხმარე
ვიზუალური საშუალებების მოძიება
|
მიზანი არა აქვს გაცნობიერებული, მასალა არა აქვს
მომზადებული, ან მწირეა
|
მიზანი არასრულყოფილად აქვს გაცნობიერებული, მომზადებული
მასალა მწირეა
|
მიზანი აქვს გაცნობიერერბული, მასალა კარგად აქვს
მომზადებული
|
მიზანი სრულყოფილად აქვს გაცნობიერებული, მასალა გამდიდრებული
და მრავალფეროვანია
|
საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული დაცვა, დასმულ
კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა, მსჯელობის ლაკონურობა
|
ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე
ვერ პასუხობს.
|
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას,
კითხვებზე ვერ პასუხობს
|
ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე
ვერ პასუხობს, მაგრამ დამაჯერებლობა აკლია.
|
არგუმენტებით ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას,
კითხვებზე პასუხობს დამაჯერებლად, წარმართავს დისკუსიას
|
ანალიზისა და სინთეზის უნარი, შემოქმედებითობა და
ორიგინალურობა
|
ვერ ავლენს
|
ვერ ავლენს
|
ავლენს ანალიზისა და სინთეზის უნარს. შემოქმედებითად
უდგება თემას
|
ავლენს ანალიზისა და სინთეზის უნარს, შემოქმედებითად
უდგება თემას, აქვს პრობლემის გადაწყვეტის ორიგინალური ვერსიები.
|
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული
ქართ.
XI. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის
ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის შესახებ მისთვის ნაცნობ ინფორმაციას;
- მონიშნავს ნაწარმოებში ეპოქისათვის დამახასიათებელ ლექსიკას და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელ პასაჟებს;
- იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტი, სიტყვათა აგებულების ცოდნა, ლექსიკონი);
ქართ.
XI. 11. მოსწავლეს შეუძლია რეცენზიის
დაწერა წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
- წარმოადგენს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებებს პრობლემის გადაჭრის ავტორისეულ ვარიანტზე;
- აანალიზებს მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს, რისთვისაც იყენებს სხვადასხვა რესურსს: ციტატებს ლიტერატურულ-კრიტიკული თხზულებებიდან, ეპიზოდებს ანალოგიური ან მსგავსი პრობლემის შემცველი ნაწარმოებიდან და სხვ.
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან მდინარაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mdinaradzeqetino@gmail.com